საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 09 ივნისი 2026
ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და დირექტორს შეხვდა.


პარლამენტის წევრმა მოსწავლეებს პარლამენტის სტრუქტურა გააცნო და საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა.


შეხვედრაზე მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დასვეს. პარლამენტში სტუმრად მყოფი ახალგაზრდები კანონშემოქმედებითი საქმიანობით და კანონპროექტების მიღების პროცედურით დაინტერესდნენ.


ანტონ ობოლაშვილმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემების მომზადების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.


საქართველოს პარლამენტში სტუმრობის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.