
ავჭალა-გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა კობალაძემ ქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, ფორე მოსულიშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნულ ქუჩაზე, სადაც გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 9 200 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდება. დაახლოებით, 480 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, 6 400 კვ.მ ფართობზე კი, ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი. ასევე, აღდგება მწვანე ზოლი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.
დეპუტატთან და ქალაქის მერთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ საკრებულოს მაჟორიტარი გულია გოცირიძე, ქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.