
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის წევრები: საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იმყოფებოდნენ.
შეხვედრა გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავასთან და თავმჯდომარის მოადგილეებთან - ვასილ როინიშვილთან და მანანა კობახიძესთან. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებისა და სამართალწარმოების საკითხებს, ასევე, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და სასამართლო ხელისუფლების როლს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.