
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს დაესწრო.
ფესტივალი ორგანული აკვაკულტურის ასოციაცია „ფორეჯის" ორგანიზებითა და აჭარის მთავრობის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრისა და ბათუმის ბულვარის მხარდაჭერით გაიმართა.
თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალის მიზანია რეგიონში აკვაკულტურის დარგების პოპულარიზაცია და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა.
ღონისძიების პროგრამა მოიცავდა: კულინარიულ და გასტრონომიულ აქტივობებს, თევზის კვებითი ღირებულების შესახებ საინფორმაციო პრეზენტაციებს, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის მასტერკლასებს.
ფესტივალში მონაწილეობდნენ ფერმერული მეურნეობები, თევზისა და ზღვის პროდუქტების რეალიზაციაში ჩართული ფიზიკური პირები, რესტორნები, პროფესიული სასწავლო კოლეჯები და სხვა ორგანიზაციები.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.