
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა ზუგდიდში, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს „კოლხი და ...” დაესწრნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი გაბუნიამ პოლიკარპე ხუბულავას ღვაწლზე ისაუბრა.
„ფესტივალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციაში. სიმბოლურია, რომ ფესტივალი პოლიკარპე ხუბულავას სახელს ატარებს, რომლის ღვაწლი ქართული სიმღერის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში ფასდაუდებელია“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
ფესტივალი გალა-კონცერტით დაიხურა, რომელშიც სახელმწიფო აკადემიური და მუნიციპალური ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ფოტოგამოფენა.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და…” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.