საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი სოსიაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მედია და საზოგადოება 14 აპრილი 2026
გიორგი სოსიაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე დაესწრნენ.

პარლამენტის წევრებმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და განაცხადეს, რომ  ქართულ ენას განსაკუთრებული როლი აქვს ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში. აღინიშნა, რომ ქართული ენის დაცვა და განვითარება აუცილებელია.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული „დედა ენის“ გამოცემები - პირველიდან თანამედროვეობამდე.


ამ საიუბილეო თარიღს ეძღვნება ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დაბეჭდილი 1876 წლის „დედა ენის“ ხელახალი გამოცემა.


წიგნი გამორჩეულია იმით, რომ ის დიმიტრი ყიფიანის ნაქონია და თითქმის ყველა გვერდს მისი ხელით შესრულებული კომენტარები ერთვის. ღონისძიებაზე ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.