საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 15 ივნისი 2026
გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანს კავკასიაში, ანიეს ქოთუს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებულ თემებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო კომიტეტსა და სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურის ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებებზეც.