საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გივი მიქანაძე და რიმა ბერაძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 08 აპრილი 2024
გივი მიქანაძე და რიმა ბერაძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
საინფორმაციო შეხვედრის მთავარ თემას ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარმოადგენდა. კანონპროექტზე ერთ-ერთმა მომხსენებელმა გივი მიქანაძემ დაინტერესებულ მხარეებთან კანონპროექტის ძირითადი არსი განიხილა.
 
კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე გივი მიქანაძემ და რიმა ბერაძემ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.