საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გივი მიქანაძე სამტრედიის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

მედია და საზოგადოება 09 სექტემბერი 2024
გივი მიქანაძე სამტრედიის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ირაკლი კუპრავასა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერ დავით ბახტაძესთან ერთად, სამტრედიის N1 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.


სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სპორტული და სააქტო დარბაზები. მოეწყობა გარე სპორტული მოედანი.


შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყო პანდუსი, ლიფტი და სველი წერტილები.


სკოლის სრული რეაბილიტაცია საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.


​რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 800-მდე მოსწავლე სწავლას თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო სკოლაში გააგრძელებს.