საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გივი მიქანაძემ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღო

მედია და საზოგადოება 25 Jun 2025
გივი მიქანაძემ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანაორგანიზებით, სამდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „განათლება-კეთილდღეობის კატალიზატორი“ იმართება.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, პარლამენტის წევრებმა, კონფერენციის აკადემიური და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტის წევრებმა და საერთაშორისო უნივერსიტეტების წამომადგენლებმა.


კონფერენცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა გახსნა. კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ: ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) პრეზიდენტი, პროფესორი ჟოზეფ გარელი და ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის საერთაშორისო დირექტორი დევიდ თოუვნჰილი.

საერთაშორისო კონფერენციის მიზანი განათლების როგორც პიროვნული და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალის განხილვა და ამ სფეროში უნივერსიტეტების როლისა და პრიორიტეტის გამოკვეთა, კეთილდღეობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიებაა.


კონფერენციის მხარდამჭერები არიან: ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემია (AdvanceHE).