საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შეხვედრები გამართა

მედია და საზოგადოება 20 ივნისი 2025
გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შეხვედრები გამართა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.


ვიზიტის ფარგლებში, გივი მიქანაძე აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილეს ფირუდი გურბანოვს და ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრის მოადგილეებს - ინდირა ჰაჯიევას და ფარხად ჰაჯიევს შეხვდა.


მხარეებმა ორ ქვეყნას შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


გივი მიქანაძემ ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრის მოადგილეებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებისთვის გაცვლითი ბანაკების პროგრამაზე გაამახვილა, რომელიც ივლის-აგვისტოში განხორციელდება.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახალგაზრდებს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მსგავსი ფორმატი სისტემატურ ხასიათს მიიღებს.


​მეცნიერებისა და განათლების სამინისტროში შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.