საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გივი მიქანაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა

პლენარული სხდომები 01 ივლისი 2025
გივი მიქანაძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა

საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის წევრს, გივი მიქანაძეს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. შესაბამისი დადგენილება პარლამენტმა 81 ხმით მიიღო.

საკითხზე მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, 30 ივნისიდან გივი მიქანაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა, რაც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდა.

მე-11 მოწვევის პარლამენტში გივი მიქანაძეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.