საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 08 May 2026
გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.


შეხვედრაზე გურამ მაჭარაშვილი ახალგაზრდებს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაზე ესაუბრა.


ასევე გააცნო პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და  ფუნქციები. პარლამენტის წევრმა ქვეყნის განვითარებაში პარლამენტის როლზე გაამახვილა ყურადღება. 

მოსწავლეებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.