საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ირაკლი შატაკიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 24 ივნისი 2026
ირაკლი შატაკიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმას და მის ფარგლებში გათვალისწინებულ სიახლეებს. ახალგაზრდები  ასევე გაეცნენ პარლამენტის საქმიანობას და მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის იმიტირებულ სხდომაში. 

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ახალგაზრდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა. 
​

მოსწავლეებმა  ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი და პარლამენტის სასახლე დაათვალიერეს.