
რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მერიის სტუდენტური პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ მონაწილეებს შეხვდა.
შეხვედრაზე სტუდენტებისთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე დისკუსია გაიმართა. ჩატარდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის იმიტირებული სხდომა, სადაც ახალგაზრდებმა ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით საკუთარი ინიციატივები წარადგინეს.
პლენარულ სხდომათა დარბაზში სტუდენტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა.
პროექტის მონაწილეებმა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი და პარლამენტის სასახლე დაათვალიერეს.