
რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი რუსთავის მერიის სტუდენტური პროგრამის „მართე შენი ქალაქი“ მონაწილეებს შეხვდა.
ახალგაზრდები პარლამენტის საქმიანობას გაეცნენ და კომიტეტის იმიტირებულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.
პლენარულ სხდომათა დარბაზში ახალგაზრდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა.
პროექტის მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი და პარლამენტის სასახლე.