საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 10 ივნისი 2026
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.


კანონპროექტის თანახმად, უქმდება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა.


„დღევანდელი სტრუქტურით, მთავრობის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე და ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული - პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი. აღნიშნულმა დეპარტამენტმა და მოადგილემ უნდა უზრუნველყონ საპარლამენტო მდივნის საქმიანობა. როდესაც დეპარტამენტი სრულფასოვნად არის დაკომპლექტებული და საპარლამენტო მდივნის საქმიანობის მხარდაჭერას ახორციელებს როგორც პარლამენტთან, ასევე პრეზიდენტთან ურთიერთობის თვალსაზრისით, დამატებითი რესურსის ან დამატებით საშტატო ერთეულის საჭიროება აღარ არსებობს. აქედან გამომდინარე, მათ შორის, საბიუჯეტო რესურსისა და ხარჯების დაზღვევის თვალსაზრისით, მიღებული იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა.


შესაბამისი ცვლილება შედის ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში.