საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 03 თებერვალი 2025
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.


კანონპროექტით, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ან/და სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 330-ე (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით) მუხლებს ემატება შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, ზემოხსენებული მუხლების მიზნებისათვის, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.


კანონპროექტის ავტორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, ინიციატორი კი - საქართველოს მთავრობა.