საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

კახა ოქროჯანაშვილი და გიორგი მაქარაშვილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

აპარატი 30 იანვარი 2026
კახა ოქროჯანაშვილი და გიორგი მაქარაშვილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი და აპარატის უფროსის მოადგილე გიორგი მაქარაშვილი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებს შეხვდნენ.

 

საკანონმდებლო ორგანოს აპარატის ხელმძღვანელებმა ახალგაზრდებს საპარლამენტო საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპები და პარლამენტის აპარატის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.

 

შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში პარლამენტარიზმის და საკანონმდებლო ორგანოს შენობის ისტორიაზე.

 

პარლამენტის აპარატის უფროსმა ყურადღება გაამახვილა სტაჟირების პროგრამაზე, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს სტრუქტურულ ერთეულებში ანაზღაურებად სტაჟირებას გადიან.
ახალგაზრდებმა, ინტერაქციულ ფორმატში, მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია.

„საპარლამენტო პროცესებში საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის ჩართულობა მნიშვნელოვანია. მათი მხრიდან დიდი ინტერესია როგორც კანონშემოქმედებითი საქმიანობის, ასევე, პარლამენტის აპარატის მუშაობის მიმართ. შევთანხმდით, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა ოქროჯანაშვილმა.