
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლერი ხაბელოვმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. დეპუტატმა მოსწავლეებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციები და საქმიანობა გააცნო.
შეხვედრას, ლერი ხაბელოვთან ერთად, პარლამენტის წევრები - შოთა ხაბარელი და ვალერი გელაშვილი ესწრებოდნენ, რომლებიც მოსწავლეებს განათლებისა და სახელმწიფოს განვითარებაში განათლებული ახალგაზრდების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.
დეპუტატებმა სოფელ მოხისის სკოლის მოსწავლეებს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.