
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლერი ხაბელოვმა"ტორპედო ქუთაისის" სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული ჩოგბურთის კორტები დაათვალიერა. სპორტულ კომპლექსს პარლამენტის წევრი ქალაქ ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თანდასწრებით ესტუმრა.
სპორტული ობიექტის დათვალიერებისას აღინიშნა, რომ ჩოგბურთის განვითარების ხელშეწყობისთვის აუცილებელია როგორც დახურული დარბაზების, ასევე ღია მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. კომიტეტის თავმჯდომარე ყურადღებით გაეცნო არსებულ ვითარებას და სპორტული კომპლექსის წარმომადგენლებს დახმარებას დაჰპირდა.
ლერი ხაბელოვი: ,,საკანონმდებლო კუთხით, ჩვენ რაც შეგვიძლია, დახმარებას აუცილებლად აღმოვუჩენთ ქუთაისს. როგორც ვნახეთ და გავიგეთ, აქ ძალიან ბევრი ბავშვი მოდის სავარჯიშოდ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა სპორტის ამ სახეობით ბავშვები და მომავალი თაობა დავაინტერესოთ“.
ლერი ხაბელოვთან ერთად, სპორტული კომპლექსი კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა და ჩოგბურთის ფედერაცის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა დაათვალიერეს.