
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ორმხრივ დღის წესრიგში არსებული გამოწვევები და ურთიერთობების შემდგომი ნაბიჯები.
მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული დიალოგის საჭიროებას.