საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მაია ბითაძემ და თენგიზ შარმანაშვილმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 15 ივნისი 2026
მაია ბითაძემ და თენგიზ შარმანაშვილმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით გაიმართა.

 

ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), ფონდი “გაამწვანე საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე და სპორტსმენები.