საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მაია ბითაძესა და ევროპარლამენტარ ბრონის როპეს შორის ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მედია და საზოგადოება 13 დეკემბერი 2022
მაია ბითაძესა და ევროპარლამენტარ ბრონის როპეს შორის ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტისთვის წარსადგენი ანგარიშის შესახებ იმსჯელეს ონლაინ ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ და ევროპარლამენტარმა ბრონის როპემ.


​აღსანიშნავია, რომ ანგარიშს - „მწვანე ენერგიაზე გადასვლა, როგორც პასუხი აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფარგლებში არსებული ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევებზე რუსეთის აგრესიული ომისა და ოკუპაციის კონტექსტში,’’ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტი 2023 წლის თებერვალში დაგეგმილი კომიტეტის სხდომაზე განიხილავს.


ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის ანგარიშის თანაავტორები საქართველოს მხრიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე, ხოლო ევროპარლამენტის მხრიდან - ბრონის როპე არიან.


შეხვედრაზე მხარეები, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ანგარიშის სახელწოდებისა და შინაარსის განახლებისა და დაზუსტების შესახებ შეთანხმდნენ.


​განახლებულ ანგარიშში კიდევ უფრო მეტად გამახვილდება ყურადღება არსებულ გამოწვევებზე, ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და ამ კონტექსტში მწვანე ენერგიაზე გადასვლის შესახებ; ასევე, სამხრეთ კავკასიის, მათ შორის საქართველოს მნიშვნელობაზე ამ პროცესში.