საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა ახალგაზრდული ორგანიზაციის, „თავისუფალი თაობა“ წევრებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 09 თებერვალი 2026
მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა ახალგაზრდული ორგანიზაციის, „თავისუფალი თაობა“ წევრებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა ახალგაზრდული ორგანიზაციის, „თავისუფალი თაობა“ წევრებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე ორგანიზაციის სამომავლო გეგმები, საქმიანობის მიმართულებები და ახალგაზრდების პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებში ჩართულობის გზები განიხილეს.

 

„ახალგაზრდებმა თავისი ინიციატივები წარმოგვიდგინეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო სამსახურის, ჯარისა და პოლიციელის პროფესიის პოპულარიზაციის პროექტებზე. ვისაუბრეთ განათლების რეფორმასა და მოდელირებული პარლამენტის პროექტის განხორციელებაზე. ორგანიზაცია 150-ზე მეტ წევრს აერთიანებს. მისი სამიზნე ჯგუფი 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდები არიან. სამომავლო თანამშრომლობაზე შევთანხმდით“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.