საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მარიამ ლაშხი და შოთა ბერეკაშვილი პორტუგალიელ ინვესტორთა დელეგაციას შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 03 თებერვალი 2026
მარიამ ლაშხი და შოთა ბერეკაშვილი პორტუგალიელ ინვესტორთა დელეგაციას შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი პორტუგალიელ ინვესტორთა დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, რომლებიც  საერთაშორისო პლატფორმა „World Talents“-ს წარმოადგენენ.


შეხვედრაზე მხარეებმა საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და განათლების სფეროში პარტნიორობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.


„World Talents-ის  მიზანია ინოვაციური პროექტების განვითარება და სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება. მათი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოს შექმნილი აქვს შესაბამისი საინვესტიციო გარემო, რის შედეგადაც საქართველო ევროპელი ინვესტორების ინტერესის ცენტრად იქცა. საქართველოში მათი ინტერესის სფერო განათლება და ჩვენი ქვეყნის მომავალში ინვესტირებაა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.