საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მარიამ ლაშხი უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარს შეხვდა

მედია და საზოგადოება 02 აპრილი 2026
მარიამ ლაშხი უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარს, პეტერ პალ კრანიცს შეხვდა.

შეხვედრაზე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე, ასევე საქართველოს როლზე აღნიშნულ კონტექსტში.

საუბარი შეეხო უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობები და სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში როგორიცაა - „Stipendium Hungaricum”.

ყურადღება გამახვილდა ქართველი სტუდენტების უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. აღინიშნა კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობა.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.