
საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შორის გამართული ტურნირი – „საქართველოს პარლამენტის თასი მინიფეხბურთში 2026“ დასრულდა. სამი დღის განმავლობაში მიმდინარე შეჯიბრის შედეგად გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
გამარჯვებულ გუნდს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ სანიკიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, აკაკი ალადაშვილმა და პარლამენტის აპარატის უფროსმა, კახა ოქროჯანაშვილმა თასი, ოქროს მედლები და სიგელები გადასცეს.
ასევე მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები.
ინდივიდუალური ჯილდოები გადაეცათ ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს, საუკეთესო მეკარესა და საუკეთესო ბომბარდირს.
საქართველოს პარლამენტის აპარატის ეგიდით გამართულ ტურნირში ექვსი გუნდი მონაწილეობდა.
საფეხბურთო ტურნირის პარალელურად, ასევე გაიმართა „საქართველოს პარლამენტის ჩემპიონატი ჭადრაკში 2026“.
საქართველოს პარლამენტის აპარატი მომავალშიც განაგრძობს თანამშრომლებისთვის სპორტული და სხვა აქტივობების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული კულტურის განვითარებასა და გუნდური სულისკვეთების გაძლიერებას.