საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 27 მაისი 2024
პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალაქ სოფიაში გაიმართა. სესიას პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, თეონა აქუბარდია და თინათინ ბოკუჩავა დაესწრნენ.


საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განხილული იყო ასამბლეის კომიტეტების ანგარიშები, სადაც აღნიშნული იყო საქართველოს პროგრესი ნატო-სთან დაახლოების და განხორციელებული რეფორმების კუთხით. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად გახდება ალიანსის წევრი.


ასამბლეის ფარგლებში, ასევე შეხვედრა გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასამბლეის ბიუროს წევრებთან.


შეხვედრის ფარგლებში დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით.


ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებმა დეკლარაცია მიიღეს, სადაც საუბარია ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს მხარდაჭერაზე.