საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია

პლენარული სხდომები 24 ივნისი 2025
პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია

საქართველოს პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე 83 ხმით, ერთხმად აირჩია.


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, დეპუტატებმა გიორგი გვარაკიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, სადაც კანდიდატმა პროკურატურის შემდგომი განვითარების შესახებ ისაუბრა.


პარლამენტში გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარადგინა.


რეგლამენტის თანახმად, საქართველოს გენერალურ პროკურორს პარლამენტი, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.