საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 24 ივნისი 2026
პარლამენტმა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა „2022 წლის 15 ნოემბრის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმების“ N1 ცვლილება“ განიხილა, რომელიც ჩარჩო შეთანხმების ვადის 9 თვით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.

 

საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

 

ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო.

 

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, 2023 წელს პირველ ტრანშად 50 მილიონი ევრო გააქტიურდა, ხოლო დარჩენილი 50 მილიონი ევროს ათვისების ვადა 2025 წლის 15 ნოემბერს ამოიწურა, რის გამოც ხელშეკრულებაში ცვლილება შედის და ვადა 2026 წლის 15 აგვისტომდე ხანგრძლივდება.