საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პლენარული სხდომები 24 ივნისი 2026
პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით, ერთხმად მიიღო „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი.

 

კანონპროექტთა პაკეტი მომზადებულია საქართველოს კეიპტაუნის კონვენციასთან მიერთების მიზნით.

 

კანონპროექტის თანახმად, „საქართველოს საჰაერო კოდექსს“ დაემატება და განიმარტება ტერმინები - „კეიპტაუნის კონვენცია“, „საავიაციო ობიექტი“ და „IDERA“.

 

გარდა ამისა, კოდექსს დაემატება ნორმები, რომლითაც საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებულ საერთაშორისო რეესტრში რეგისტრაციასთან და საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღებასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება.