საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 25 ივნისი 2026
პარლამენტმა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და 81 ხმით, მხარი დაუჭირეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

დაჩქარებული წესით კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.

კანონპროექტით ზუსტდება საგამოძიებო სამსახურში მიღებისთვის დადგენილი მოთხოვნები და განისაზღვრება, რომ სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 18 წლის (ნაცვლად 21 წლის) და არაუმეტეს 40 წლის (ნაცვლად 35 წლის) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც კანონით და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

ამასთან, წესდება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთა სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი, თანამდებობრივი კატეგორიების მიხედვით. კერძოდ, უმცროსი და საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 60 წლით, ხოლო უფროსი და უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებისთვის − 65 წლით.