
პარლამენტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში სწავლებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ოქმის რატიფიცირებას მხარი 87 ხმით დაუჭირა.
როგორც მომხსენებელმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განმარტა, მხარეებმა დოკუმენტს ხელი ანკარაში 9 ოქტომბერს მოაწერეს.
„ოქმი მხარეთა შორის სამხედრო ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს აწესრიგებს. თანამშრომლობა მოიცავს ერთი მხრივ, სასწავლო პროგრამებში მონაწილეობასა და მეორე მხრივ, მხარეთა სამხედრო/სამოქალაქო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო მომსახურებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.