საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 09 Jun 2026
პარლამენტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმების საკითხს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით, 79 ხმით მხარი დაუჭირა.


საკანონმდებლო ცვლილების არსი პარლამენტის წევრებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააცნო.


მომხსენებლის ინფორმაციით, უქმდება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა.


მისივე განცხადებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ფუნქციების გათვალისწინებით, მოადგილის თანამდებობის არსებობა აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან შესაბამისი საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მოქმედი ადმინისტრაციული რესურსისა და არსებული ორგანიზაციული მექანიზმების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ფუნქციური დუბლირების თავიდან აცილებასა და პასუხისმგებლობათა უკეთ განაწილებას.