
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" დეპუტატები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ხიდი - Qırmızı körpü" წევრებს, სტუდენტებს შეხვდნენ.
დეპუტატებმა ახალგაზრდებთან საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე, ეთნიკური უმცირესობების სოციალურ საკითხებზე და საჯარო პოლიტიკაში ჩართულობის შესახებ ისაუბრეს. ასევე, განიხილეს ქალების როლი პოლიტიკაში.
დეპუტატებმა უპასუხეს ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს.