საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 22 ივნისი 2026
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ საერთაშორისო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა  „2022 წლის 15 ნოემბრის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმების “N1 ცვლილება“ განიხილა.

მომხსენებლის,  ფინანსთა მინისტრის მოადგილის ეკატერინე გუნცაძის განცხადებით, 2022 წელს,  მსოფლიო ბანკთან და საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმდა შეთანხმება ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაფინანსების თაობაზე. 


მისივე თქმით, აღნიშნული სასესხო შეთანხმება მსოფლიო ბანკის მხრიდან ითვალისწინებს 358 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან - 100  მილიონი ევროს დაფინანსებას.
​

„აღნიშნული ჩარჩოს ფარგლებში, 50 მილიონი ევრო - პირველი ტრანში უკვე გამოთხოვილია. ახლა კი, მეორე ტრანშის გამოთხოვის საჭიროებაა, თუმცა ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც პარლამენტის მიერ 2023 წლის 4 აპრილს არის რატიფიცირებული, ვადა ეწურება და საჭიროა მისი ვადის გახანგრძლივება.  შესაბამისად, ცვლილება ითვალისწინებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან არსებული ჩარჩო შეთანხმების ვადის გაგრძელებას მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე“, - განაცხადა ეკატერინე გუნცაძემ.