საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

მედია და საზოგადოება 18 ივნისი 2026
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბელგიის პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა შეხვედრები გამართეს ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კეტლინ დეპურტერთან და ქვედა პალატის წევრ ვერნერ ზომერსთან, აგრეთვე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, ორმხრივი დღის წესრიგის გაფართოების პერსპექტივები, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები. 


ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობაზე, საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვეს სრულფასოვანი დიალოგის აუცილებლობას.