საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

პლენარული სხდომები 28 ნოემბერი 2024
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, 84 ხმით ერთხმად, ნდობა გამოუცხადა.

 

მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი; საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი; საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი; საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე. ​საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.


მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.