
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, PABSEC-ის თავმჯდომარეობა, რომელიც საქართველოს ექვსი თვის განმავლობაში ეკავა, საბერძნეთის პარლამენტს გადასცა.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარული სხდომა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში იმართება.
საბერძნეთის პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფია ვულტეპსიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ორგანიზაციის სახელით, PABSEC-ის საპატიო მედალი გადასცა.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტის, აფრიმ გაშის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის, PABSEC-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მეზურნიშვილის და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მოადგილის, ბორის კოლისნიჩენკოს მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.