
საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა.
რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების ასახვის მიზნით, კომიტეტებმა დებულებების ახალი პროექტი მოამზადეს, რომელიც კომიტეტების წევრებმა დაამტკიცეს.
პარლამენტის ახალ რეგლამენტთან კომიტეტების დებულებების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საკომიტეტო მოსმენები გამართეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, საპროცედურო საკითხთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების, იურიდიულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა, ეკონომიკური პოლიტიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის სპორტის კომიტეტებმა.