საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ იმედა ნიკურაძე აირჩიეს

მედია და საზოგადოება 20 მაისი 2026
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ იმედა ნიკურაძე აირჩიეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ იმედა ნიკურაძე აირჩიეს.


საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე იმედა ნიკურაძის კანდიდატურა, პარლამენტის რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.


კომიტეტის წევრებმა იმედა ნიკურაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.


საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა იმედა ნიკურაძეს საკომიტეტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.