საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამგორის რაიონიდან თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

მაჟორიტარი დეპუტატები 13 სექტემბერი 2017
თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამგორის რაიონიდან თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სამგორის რაიონიდან თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გიორგი ტყემალაძე, ქეთი მამულაშვილი, გიორგი დოხტურიშვილი და რევაზ სოხაძე წარადგინა.

წარდგენას ესწრებოდნენ: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი არჩილ თალაკვაძე, N13 ოლქის სამგორის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი და N12 ოლქის სამგორის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში.