
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს, საბინე მახლს უმასპინძლა.
მარიამ ჯაშმა გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გააცნო ახლად შექმნილი ფრაქციის შემადგენლობა და ის საკანონმდებლო პრიორიტეტები, რომელზეც „დამოუკიდებელი დეპუტატები“ იმუშავებენ 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.