საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 216-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 29 აპრილი 2026
ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 216-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 216-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების როლს ადამიანის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, მის მნიშვნელობას ტექნოლოგიურ ეპოქაში და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.


როგორც ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, სპორტული აქტივობა პირდაპირ კავშირშია არა მარტო ჯანმრთელობასთან, არამედ ხელს უწყობს მოზარდებს ხასიათის ჩამოყალიბებასა და აკადემიურ მოსწრებაში.


პარლამენტის წევრმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხა, რომლებიც სკოლის ინფრასტრუქტურას, სამგორის რაიონში არსებულ სპორტულ და სარეკრეაციო სივრცეებს და სხვა თემებს შეეხებოდა.


216-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს და საკანონმდებლო ორგანოს ისტორიას გაეცნენ.