საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ვლადიმერ ბოჟაძე მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 11 თებერვალი 2026
ვლადიმერ ბოჟაძე მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

ვლადიმერ ბოჟაძემ ქალი მეცნიერების განსაკუთრებულ წვლილზე, პროფესიულ წარმატებებზე ისაუბრა და მათ პროფესიული დღე მიულოცა.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ მკვლევართა 55% ქალია მაშინ, როდესაც მსოფლიოში მეცნიერებაში ქალები, საშუალოდ, მხოლოდ მესამედს შეადგენენ. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საამაყოა, რადგან საქართველო ამ მიმართულებით გამორჩეულია მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე. საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ განსაკუთრებულად შევუწყოთ ხელი გოგონების, ქალების დაინტერესებას მეცნიერებით და პირობები შევუქმნათ, რათა ღირსეულად ემსახურონ საკუთარ ქვეყანასა და მეცნიერებას“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა.

11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, 2015 წლიდან აღინიშნება.