საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ზვიად შალამბერიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 28 მაისი 2026
ზვიად შალამბერიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს შეხვდა

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის დელეგატი ზვიად შალამბერიძე პარლამენტში სტუმრად მყოფ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა.
პარლამენტის წევრმა ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა და ყურადღება პროფესიული განათლების როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა.
სკოლის მოსწავლეები პარლამენტის და კომიტეტების საქმიანობის მიმართულებებით დაინტერესდნენ, რაზეც ზვიად შალამბერიძემ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა.


შეხვედრაზე პედაგოგებმა სკოლის ინფრასტრუქტურის საჭიროებებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებული გარკვეული სკოლები სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს და მათი აღდგენა-რეაბილიტაცია ეტაპობრივად, მომზადებული პროექტების შესაბამისად მიმდინარეობს.


პარლამენტში სტუმრობის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.