საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 27 მაისი 2026
ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების დელეგატი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

ზვიად შალამბერიძე
მოსწავლეებს საპარლამენტო საქმიანობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის განვითარების საკითხებს დაეთმო.


„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარ მუნიციპალიტეტში აქვთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ დეცენტრალიზაციას და რეგიონების გაძლიერებას, რათა ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.


მოსწავლეებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს. პლენარულ სხდომათა დარბაზში ახალგაზრდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა.