1990 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები


1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევიდან სამოცდაათი წლის შემდეგ, შესაძლებელი გახდა დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება. არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. არჩევნები ჩატარდა შერეული სისტემით. არჩეულ იქნა უზენაესი საბჭოს 250 (125 პროპორციული და 125 მაჟორიტარული სისტემით) დეპუტატი 5 წლის ვადით. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3444 ათასი კაცი იყო, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 67%-მა. 4%-იანი ბარიერი გადალახა და პროპორციული სისტემით მანდატები მიიღო მხოლოდ ორმა პარტიამ:

1. „მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველო“ (81 დეპუტატი)
2. საქართველოს კომუნისტური პარტია (44 დეპუტატი)
3. მაჟორიტარული წესით კი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
4. „მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველო“ (43 დეპუტატი)
5. კომპარტია (17 დეპუტატი)
6. სახალხო ფრონტი (11 დეპუტატი)
7. „დემოკრატიული საქართველო“ (2 დეპუტატი)
8. რუსთაველის საზოგადოება (1 დეპუტატი)

უზენაეს საბჭოში წარმოდგენილი იყო 6 პარტია. არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”. არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფდნენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საზოგადოებრივი გაერთიანებისა და ორგანიზაციების, შრომითი კოლექტივების, საშუალო სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლების კოლექტივების საარჩევნო კომისიები. დეპუტატთა არჩევნების ჩატარების დანარჩენ წესებს განსაზღვრავდა საქართველოს რესპუბლიკის კანონი.

სტატისტიკა:
1990 წლიდან დღემდე ჩატარდა 22 არჩევნები, აქედან: 5 საპრეზიდენტო, 7 საპარლამენტო, 7 აჭარის უმაღლესი საბჭოსა და 4 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. აგრეთვე 1 რეფერენდუმი და 2 პლებისციტი.

წყარო: http://www.cesko.ge/files/TEA/archevnebisistoria/geohistory.pdf