საქართველოს პარლამენტის 2009 წლის

 

                     10 - 13 მარტის პლენარული სხდომების

                               

                               დღის წესრიგი

                                                                         

 

 

 

      კენჭსაყრელი  საკითხები:

 

1.      საქართველოს კანონის პროექტი «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა

     (საქართველოს პარლამენტის წევრის მურთაზ ზოდელავას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი მურთაზ ზოდელავა)

     (კანონპროექტის თანახმად, აღმასრულებლის (კერძო აღმასრულებლის) საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად პირი იხდის საფასურს 200 ლარის ოდენობით)

    ________________________________________________________________

2.       საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» II მოსმენა

        (საქართველოს პარლამენტის წევრების მურთაზ ზოდელავას, ლაშა თორდიას და აკაკი მინაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ლაშა თორდია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო ხუხუნაიშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი)

       (კანონპროექტის თანახმად, თვითმმართველ ერთეულს განსაკუთრებულ შემთხვევებში უფლება ექნება ნებაყოფლობით გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისათვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების საკითხი)

 

 

 

      განსახილველი  საკითხები:

 

1.      საქართველოს ორგანული კანონის პროექტი «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა

          (საქართველოს პარლამენტის წევრების ვანო ხუხუნაიშვილის, ლაშა მინდელის და ჯაბა მაღლაკელიძის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის წევრი ვანო ხუხუნაიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ელდარ კვერნაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი)

          (კანონპროექტის თანახმად, გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღანელიგამგეობის (მერიის) რწმუნებული დაინიშნება საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. ამასთან, განისაზღვრება რწმუნებულის უფლებამოსილება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შედგენის, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის დაგეგმარების, კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, კომუნალური მეურნეობის აღდგენის, მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სფეროში)

    ________________________________________________________________

 2.        საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს «წითელი ნუსხისა» და «წითელი წიგნის» შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» II მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი; თანამომხსენებელისაქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე)

           (კანონპროექტი არეგულირებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) განსაკუთრებულ შემთხვევებთან დაკავშირებულ საკითხებს)

     ________________________________________________________________

3.      საქართველოს კანონის პროექტი «გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა

                 (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშვილი; თანამომხსენებელისაქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე)

            (კანონპროექტის თანახმად, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობები, რომელთა, რომელთა განხორციელებაც დაწყებულიაგარემოსდაცვითი ნებართვის შესახებსაქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის აღებას 2010 წლის 1 იანვრამდე (2009 წლის 1 იანვრის ნაცვლად) სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმის (პროგრამის) შესაბამისად)

   ________________________________________________________________

4.      საქართველოს კანონის პროექტი «საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა

            (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე მაია კოპალეიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე)

            (კანონპროექტის თანახმად, ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარებალიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსით, ჩაითვლება ლიცენზირებულად)

    ________________________________________________________________

5.      საქართველოს კანონის პროექტი «ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ» I მოსმენა

                  (საქართველოს პარლამენტის წევრის პავლე კუბლაშვილის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის წევრი პავლე კუბლაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მურთაზ ზოდელავა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი)

           (კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული ლატარიის ფონდის ლიკვიდაციას, ხოლო საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას განახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული პირი)

   ________________________________________________________________

6.      საქართველოს კანონის პროექტირეკლამის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» III მოსმენა

                 (საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, პავლე კუბლაშვილის და ლაშა თორდიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი მელაძე)

           (კანონპროექტის თანახმად, 2011 წლის 1 იანვრამდე დაშვებულ იქნება მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე ტელევიზიის საშუალებით 23 საათიდან და ალკოჰოლური სასმელის რეკლამის გავრცელება კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებიდან 100 მეტრის რადიუსში)

     (იხ. კვლევითი დეპარტამენტის საინფორმაციო ფურცელი)

 

   ________________________________________________________________

7.      საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა

            (საქ.ართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი _ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი,  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი)

                (კანონპროექტის მიზანია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომდგენლობებმა და საკონსულო დაწესებულებებმა განახორციელონ შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალების და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით)

   ________________________________________________________________

8.       საქართველოს კანონის პროექტი «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» II მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის წევრების: მურთაზ ზოდელავას, ლაშა თორდიას და აკაკი მინაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ლაშა თორდია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი,  საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი)

      (კანონპროექტი არეგულირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ტელე-რადიო პროდუქციისა და/ან მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მეწარმე სუბიექტების დაფუძნებასთან დაკავშირებულ საკითხებს)

   ________________________________________________________________

9.      საქართველოს კანონის პროექტი «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების  შეტანის თაობაზე» I მოსმენა

         (საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშა თორდიას ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ლაშა თორდია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო ხუხუნაიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  არჩილ გეგენავა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი)

             (კანონპროექტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი კომისიის წევრების საქმიანობა ანაზღაურებადი აღარ იქნება)

   ________________________________________________________________

10.     საქართველოს კანონის პროექტი «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე»   III მოსმენა

          (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე ზურაბ დეკანოიძე)

          (კანონპროექტის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულებით, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი)

    ________________________________________________________________

11.    საქართველოს კანონის პროექტი «მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური  და კულტურული განვითარების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე» I მოსმენა

           (საქართველოს პარლამენტის წევრის გოგი ლიპარტელიანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი ლიპარტელიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო ხუხუნაიშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი)

           (კანონპროექტის თანახმად, ლენტეხის რაიონის სოფლების ჩამონათვალს ემატება დაბა ლენტეხი, ხოლო ამავე რაიონის სოფლების ჩამონათვალში სიტყვებიცახაშიდამაღომარიიცვლება სიტყვებითწანაშიდანაღომარი“)

   ________________________________________________________________

12.     საქართველოს კანონის პროექტი «უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ»  III მოსმენა

           (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელისაქართველოს საგარეო  საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე)

          (კანონპროექტის თანახმად, იზრდება იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 260 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ. ამასთან, დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური ვიზა გაიცემა 360 დღის ყოფნის ვადით)

 

13.     საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»  III მოსმენა

         (კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში 360 დღით ყოფნის ვადით მრავალჯერადი ორდინალური ვიზის გაცემისთვის სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება 100 ლარის ოდენობით)

 

14.     საქართველოს კანონის პროექტი «საკონსულო მოსაკრებლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ»      III მოსმენა

         (კანონპროექტის თანახმად, მრავალჯერად ორდინალურ ვიზაზე 360 დღის ყოფნის ვადით წესდება მოსაკრებელი 50 აშშ დოლარის ოდენობით., 5 წლამდე ყოფნის ვადით – 200 აშშ დოლარი, ხოლო 15 წლამდე ყოფნის ვადით – 600 აშშ დოლარი)